რას არ გაიგებ… პსჟ-ის ფეხბურთელმა ქალმა თანაგუნდელი აცემინა?!

ამინატა დიალო პსჟ-ის ქალთა გუნდის ფეხბურთელია. დიალო პოლიციამ დააკავა თანაგუნდელ ჰეირუ ჰამრაუიზე თავდასხმის ორგანიზებისთვის… როგორც ირკვევა, დიალო ორ მამაკაცთან მოლაპარაკებულა, რათა ჰამრაუსითვის ფეხები დაემტვრიათ და დიდხანს ვერ ეთამაშა.

ეს ნიღბიანი მამაკაცები ბულონის ტყესთან ახლოს დახვდნენ ჰამრაუის, მანქანიდან გადაიყვანეს და რკინის საგნით ფეხებში გამეტებით ურტყეს. ამ ინფორმაციას ფრანგული L’Equipe ავრცელებს.

პსჟ-ში განაცხადეს, რომ პოლიციასთან მჭიდრო კავშირი ექნებათ – ეს ისეთი ბრალდებაა, რომელსაც ყურადღება სჭირდება და ყველა პროცედურის საქმის კურსში ვიქნებითო.

დიალო და ჰამრაუი არა მხოლოდ პსჟ-ში, საფრანგეთის ნაკრებშიც თანაგუნდელები არიან.

(ფოტოზე- ამინატა დიალო)

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *