კრიშტიანუ რონალდუმ მუნდიალის მატჩების მერე მხოლოდ ორი დღე დაისვენა და ახლა მადრიდის რეალის ბაზაზე ვარჯიშობს.
კიდევ ერთი სიახლე: რონალდუსა და აგენტ ჟორჟე მენდეშს შორის ურთიერთობა დაიძაბა. მათ საერთო აზრი ვერა და ვერ გამონახეს მომავალ კლუბთან დაკავშირებით. მენდეში გაბრაზებულია იმის გამო, რომ კლუბები პირდაპირ რონალდუზე გადიან სალაპარაკოდ და მას აიგნორებენ…
გაირკვა, რომ რონალდუს ყატარის კლუბები სთავაზობენ კონტრაქტს, ადრე გამოცხადდა საუდის არაბეთის ალ-ნასრზე, მაგრამ ამას გაგრძელება ჯერ არ მოჰყოლია…
და ისევ პორტუგალიის ნაკრებზე. რამდენიმე პორტუგალიურ საიტზე დაიწერა: კრიშტიანუ რონალდუ რომ არა, მწვრთნელი ფერნანდუ სანტუში ამდენ ხანს ნაკრების მწვრთნელი ვერ იქნებოდაო. ანუ, რონალდუ მას მხარს უჭერდა, როცა სხვა სპეციალისტით შესაძლო შეცვლაზე იყო საუბარი. სანტუში კი მუნდიალზე რონალდუს საშინლად მოექცა და ეს უდიდესი ღალატიაო.