10 წლიანი მადრიდული კარიერის შემდეგ, რაფაელ ვარანი მანჩესტერში გადავიდა. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ოლე გუნარ სულშერის გუნდი ახალი სეზონისთვის ბევრად ძლიერი იქნება.
28 წლის ფრანგი კუნძულზე ასეთი ტიტულებით მიდის: ჩემპიონთა ლიგა 4-ჯერ მოიგო, 4-ჯერ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი, 3-ჯერ უეფას სუპერ თასი, სამჯერ ლა ლიგა, 3-ჯერ ესპანეთის სუპერ თასი, კოპა დელ რეი და რეალში 300 შეხვედრა ჩაატარა. ასევე, მის ანგარიშზე, 2018 წელს მოგებული მსოფლიო ჩემპიონატიცაა.
ეჭვგარეშეა, რომ ვარანი მანჩესტერს დიდ ხარისხს შემატებს. ისეთი ფეხბურთელია, რომლის დამატებასაც იუნაიტედში ფერდინანდისა და ვიდიჩის წასვლის შემდეგ ცდილობენ.
ფრანგი თანამედროვე ფეხბურთის სრულყოფილი დამცველია. მისი ათლეტიზმი და თამაშის წაკითხვის უნარი შემტევებს საშუალებას აძლევს ბურთი მეტოქის ნახევარზე დაიჭირონ და არ ინერვიულონ, თუ მოწინააღმდეგე ბურთს მოიპოვებს კონტრშეტევაზე გაიქცევა.
ბრიტანეთში, ესპანეთისგან განსხვავებით, ფიზიკური ორთაბრძოლა მეტია, თუმცა ვარანის აღნაგობისა და ძალის ადამიანს, ადაპტირების პრობლემა არ უნდა შექმნას.
პოზიციის შერჩევის უნარი – ეს მისი ერთერთი საუკეთესო თვისებაა, რაც დაცვას მეტ საიმედოობას, შეტევაში კი – კუთხურებიდან მეტ ხიფათს მოიტანს.
როგორც რეალში, მანჩესტერშიც დაახლოებით ისეთივე როლი დაეკისრება – თუ მადრიდში აგრესიული სერხიო რამოსი ჰყავდა, აქ გვერდზე აგრესიული ჰარი მაგუაიერი ეყოლება. ვარანს ფეხბურთელების დაზღვევა შესანიშნავად გამოსდის.
იუნაიტედი უდავოდ გაძლიერდება. ვარანი ის მცველია, რომელსაც ნებისმიერი გუნდი სიამოვნებით დაიმატებს