რატი ანდრონიკაშვილის დებიუტი ესპანეთის ჩემპიონატში

მიმდინარე წლის ივნისში ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა გამთამაშებელმა – რატი ანდრონიკაშვილმა უარი თქვა ამერიკულ კოლეჯ – კრეიტონში თამაშზე და უგუნდოდ დარჩა.

null

რატიმ სრულფასოვანი მოსამზადებელი პერიოდი გაიარა საქართველოს ნაკრებთან ერთად და ევრობასკეტზეც ითამაშა, თუმცა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში უკლუბოდ იმყოფებოდა.

21 წლის ნიჭიერი ქართველი თბილისში რეგულარულ ვარჯიშს აგრძელებდა და თავის შანსს ელოდებოდა. ამ პროცესის მიმდინარეობისას ანდრონიკაშვილმა სააგენტოც შეიცვალა და ერთერთ ყველაზე ცნობილ საკალათბურთო სააგენტოსთან გააფორმა კონტრაქტი.

პარალელურ რეჟიმში “მურსიას” ამერიკელმა ლეგიონერმა ჯორდან დევისმა კლუბთან შეთანხმების საფუძველზე 3 წლიანი კონტრაქტი გააუქმა და სამშობლოში დაბრუნდა.

ესპანეთის ჩემპიონატის ერთერთ გამორჩეულ კლუბში გამთამაშებლის ადგილი გამონთავისუფლდა და ეს შანსი ანდრონიკაშვილისთვის იყო.

null

რატი “მურსიას” შეუერთდა და სადებიუტო მატჩიც ჩაატარა ესპანეთის ჩემპიონატში – “ბასკონიას” წინააღმდეგ. ბედის ირონიით, ქართველ კალათბურთელს სწორედ იმ კლუბის წინააღმდეგ ქონდა დებიუტი, რომელმაც დიდი როლი ითამაშა მის კალათბურთელად ჩამოყალიბებაში (საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ხელშეწყობით რატი ანდრონიკაშვილი პატარა ასაკში გაემგზავრა ვიტორიაშi და “ბასკონიას” აკადემიაში ვარჯიშობდა რამდენიმე წლის განმავლობაში).

“მურსიადან” ჯორდან დევისის გაშვებამ და რატი ანდრონიკაშვილის დამატებამ გუნდის სასტარტო ხუთეულში ცვლილება გამოიწვია – საქართველოს ნაკრების ამერიკელი ლეგიონერი ტად მაკფადენი სათადარიგოთა სკამიდან პირველ ხუთეულში დაწინაურდა.

“ბასკონიამ” “მურსიასთან” მატჩში პირველივე წუთებიდანვე ხელთ იგდო უპირატესობა და მალევე ორციფრიანი ჰანდიკაპი მოიპოვა. გეიდრაიტისის (25 ქულა+5 მოხსნა) და კოსტელოს (20 ქულა+8 მოხსნა+2 პასი) ბრწყინვალე ასპარეზობის ფონზე მასპინძლებმა სტუმრები ყველა საკალათბურთო კომპონენტში დაჯაბნეს და პირველი ტაიმის შემდეგ უკვე 49-30 უგებდნენ.

მესამე მეოთხედის სტარტზე ვიტორიული გუნდი 10-0 გაექცა მოწინააღმდეგეს და ის პატარა ინტრიგაც მოკლა, რომელიც შეიძლება “მურსიას” რომელიმე ოპტიმისტ გულშემატკივარს ქონოდა.

რატი ანდრონიკაშვილმა “ბასკონიას” წინააღმდეგ 11 წუთი ითამაშა და ამ დროის განმავლობაში 2 ქულა და 4 პასი გაშანსა. 21 წლის ქართველი გამთამაშებელი საკმაოდ აქტიურად ასპარეზობდა და “დირიჟორის” როლი იოლად მოირგო.

წარმატებული გამოდგა ანდრონიკაშვილი+პუსტოვოის ქართულ/უკრაინული დუეტი – რატიმ არტიომს 2 შედეგიანი პასი მიაწოდა.

“ბასკონიამ” შეხვედრა გამანადგურებელი ანგარიშით მოიგო 102-73 და მიმდინარე სეზონში მეშვიდე გამარჯვება მოიპოვა, “მურსიამ” კი 10 ტურში უკვე მექვსე მატჩი დათმო.

შეხვედრაში ანგარიშის მიმდინარეობიდან გამომდინარე სტუმართა მთავარ მწვრთნელს დიდად აღარ დაუტვირთავს 35 წლის ტად მაკფადენი, რომელმაც პარკეტზე 19 წუთი გაატარა და 5 ქულა მოუტანა საკუთარ გუნდს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *