რატომ არ არეგისტრირებს ვალენსია გიორგი მამარდაშვილს მთავარ გუნდში

ვალენსიამ მთავარი გუნდის მიმდინარე სეზონის შემადგენლობა გამოაქვეყნა, სადაც სამწუხაროდ ქართველი მეკარე, გიორგი მამარდაშვილი ვერ მოხვდა. ის კვლავ ვალენსიას B-გუნდში რჩება. ამის მიზეზი მისი თამაშის ხარისხი არ გახლავთ, რეალური მიზეზი ის არის, რომ გიორგი მამარდაშვილი არის საქართველოს მოქალაქე. საქართველო კი, არ არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა.

რა შუაშია ახლა ეს?

“ლა ლიგის” წესების თანახმად, გუნდებს ე.წ მთავარ გუნდში მხოლო 5 ისეთი ფეხბურთელის დარეგისტრირება შეუძლიათ, რომლებიც არ არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან. როგორც აღმოჩნდა “ღამურებს” ეს კვოტა უკვე შევსებული აქვთ. ასეთი ფეხბურთელები გუნდში არიან: მარკოს ანდრე(ბრაზილია), მაქსი გომესი(ურუგვაი), იუნუს მუსა(აშშ/ინგლისი), ომარ ალდერეტე(პარაგვაი) და უროს რაჩიჩი(სერბეთი). სწორედ ამ ფეხბურთლების გამო, ვერ მოხერხდა ქართველი მეკარის მთავარ გუნდში დარეგისტრირება.

ასევე არის მეორე მიზეზიც. კლუბებს მხოლოდ 25 ფეხბურთელის დარეგისტრირების უფლება აქვთ, რომელშიც მეკარეთა რაოდენობა 3-ს არ უნდა აღემატებოდას. “ვალენსიამ” გადაწყვიტა ისეთი მეკარეები დაერეგისტრირებინა, რომლებიც ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან არიან და “უცხოურ” კვოტაში ადგილი არ დაეკარგა.

გიორგი მამარდაშვილი მიმდინარე სეზონში ოფიციალურად, როგორც ვალენსია B-ს ფეხბურთელი იქნება წარმოდგენილი, მაგრამ მას არანაირი შეზღუდვა არ ექნება, რომ ლა ლიგაში ან და სხვა ტურნირზე ნებისმიერ დროს ითამაშოს.

მიმდინარე სეზონში ქართველმა მეკარემ ღამურების შემადგენლობაში 3 ოფიციალური მატჩი ჩაატარა და მხოლოდ 1 გოლი გაუშვა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *