რატომ არ იზეიმა ბეილმა რეალთან ერთად?

გარეთ ბეილი მადრიდის რეალის საჩემპიონო მატჩს არ დაესწრო. ესპანიოლთან შეხვედრის მერე რეალმა ისტორიაში 35-ედ იზეიმა ესპანეთის ჩემპიონობა… როგორც წერდნენ, კარლო ანჩელოტი გარეთ ბეილის მინდორზე გამოყვანასაც აპირებდა, მაგრამ მატჩის წინა დღეს უელსელს წელი ასტკივდა.

ეს რეალში გაუკვირდათ და ესპანურმა პრესამ ეჭვი გამოთქვა, რომ გაბრაზებულმა ბეილმა ტრავმა მოიგონა. ესპანიოლთან ძირითადის ბევრმა ფეხბურთელმა დაისვენა მჭიდრო გრაფიკის გამო, ბევრმა სათადარიგომ ითამაშა (კამავინგა, სებალიოსი, დიასი, ვალეხო, ვასკესი…) და ეტყობა, ბეილმა მათთან ერთად გამოსვლა დამცირებად ჩათვალაო…

აი, უელსელის კომენტარი:

„იმედგაცრუებული ვარ იმის გამო, რომ ზეიმს გამოვაკლდი. წელზე სპაზმები მაქვს. ვამაყობ გუნდით, რომელმაც ტიტული მოიგო. ისიამოვნეთ დღევანდელი საღამოთი, ბიჭებო!“  (Twitter)

Leave a comment

Your email address will not be published.