რატომ არ ითამაშა ხვიჩამ ამხანაგურში?

ყაზანის რუბინმა მოსამზადებელ ეტაპზე პირველი ტესტ-მატჩი ჩაატარა და ნიჟნი ნოვგოროდს 2:1 მოუგო. ზურიკო დავითაშვილმა პირველ ტაიმში ითამაშა და ეს ტაიმი 0:0 დასრულდა… რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, მინდორზე არ გამოჩენილა და მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ ამის შესახებ ისაუბრა:

 

„ხვიჩა, ინ ბომი, ურემოვიჩი, ბეგიჩი, მერკულოვი და ბაკაევი ხვალიდან იქნებიან საერთო ჯგუფში. მათ მინი-დაზიანებები აქვთ გადაღლილობისგან. ამიტომაც არ ღირდა გარისკვა და სიტუაციის ფორსირება. ყველანი მოემზადებიან 27 ივნისის ამხანაგური მატჩისთვის“.

 

ტრანსფერზე ჯერ სიახლე არაა. რუბინს ხვიჩას გაყიდვა სურს: სამიოდე კვირის წინ ხვიჩას პოზიციაზე ახალი ფეხბურთელი შეიძინეს 6 მილიონ ევროდ – სეად ჰაკშაბანოვიჩი.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *