ჯო როგანი UFC-ს თილისმაა, იგი 2002 წლიდან ორგანიზაციის ერთ-ერთი გამორჩეული სახეა. როგანი UFC-ს კომენტატორობის გარდა, სხვადასხვა საქმიანობითაა დაკავებული – ერთ-ერთია მისი პოდკასტი, რომელიც აშშ-ში საუკეთესო პოდკასტების სიაში მოწინავე პოზიციებს იკავებს. ჯო როგანის პოდკასტი არ არის კონკრეტულ ჩარჩოებში მოქცეული – მასთან მოსული ცნობილი სახეები საუბრობენ მათ გამოცდილებებზე, აქტიუალურ თემებსა და სხვადასხვა საინტერესო საკითხებზე. ბუნებრივია, ჯოს MMA-ს ვარსკლავებიც ჰყოლია პოდკასტში, მაგალითად ჯორჯ სენტ პიერი, ჯო ჯონსი, ფრენსის ნგანუ, ისრაელ ადესანია და ა.შ.
არაერთი მაყურებელი ითხოვდა ხაბიბის აღნიშნულ პოდკასტში სტუმრობას, ვინაიდან რუსი მსგავსი ფორამტის გადაცემებს იშვიათად სტუმრობს, საინტერესო იქნება მისი, როგორც რესპოდენტის მოსმენა, თანაც მას და როგანს საკმაოდ კარგი ურთიერთობა აქვთ.
თუ რატომ არ სტუმრობს ხაბიბი ჯოს, ამაზე კომენტარი თავად ხაბიბმა გააკეთა:
“მან რამდენჯერმე დამპატიჟა მასთან პოდკასტზე და მეც მთელი გულით მსურს მისვლა, თუმცა სანამ ამას გავაკეთებ მინდა მზად ვიყო,ჩემი ინგლისური დავხვეწო. რათა სრულყოფილად გადმოვცე ის რასაც ვფიქრობ და ვგრძნობ”.