მიუხედავად იმისა, რომ რეალს მბაპეს ყიდვა სურდა, ფეხბურთელს მადრიდში წასვლა, ხოლო პსჟ-მ, როგორც კილიანი ამბობს, ის წინადადება მიიღო, რომლის მიღების შემთხვევაში გაშვებას დაპირდნენ – გარიგება მაინც არ შედგა.
თავდაპირველად, რეალმა პარიზელებს 160 მილიონიანი შეთავაზება გაუკეთა, რაზეც, როგორც პერესი ამბობს, “უხეში პასუხი მიიღო”. ამის შემდეგ, ფლორენტინომ შეთავაზება 170 + 10 გაზარდა. მარკამ დაწერა, რომ ამაზე პსჟ დათანხმდა, თუმცა ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა – პსჟ-მ მეტი მოითხოვა, თუმცა რეალი ამისთვის მზად არ აღმოჩნდა.
პარიზელებმა რისკი გაწიეს – ისინი ფიქრობენ, რომ მბაპეს დარჩენაზე დაიყოლიებენ. მსგავსი შემთხვევები უკვე მომხდარა, დე ხეას რეალთან კონტრაქტზე ხელი მოწერილი ჰქონდა, თუმცა თუმცა ეს სატრანსფერო ფანჯრის დახურვიდან რამდენიმე წუთის შემდეგ მოხდა და ის არ შედგა. შემდეგ, მანკუნიელებთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. წინა წელს, მესის ბარსადან წასვლა სურდა, წელს კი დარჩენა, თუმცა კლუბმა ის კონტრაქტი ვერ შესთავაზა, რომელიც ფეხბურთელს სურდა. პსჟ-მ შესთავაზა, მბაპესაც შესთავაზებს.
არსებობს მეორე სცენარიც, იანვარში მბაპე რეალთან კონტრაქტს ხელს მოაწერს და ზაფხულში უფასოდ გადავა…