კრიშტიანუ რონალდუ ფეხბურთის გულშემატკივართა უდიდესმა ნაწილმა მანჩესტერ იუნაიტედში თამაშისას გაიცნო. 2009 წელს მან გუნდი დატოვა და რეალში გადავიდა. ეს ამბავი სერ ალექს ფერგიუსონმა გაიხსენა, რომელიც იმ ხანად იუნაიტედის თავკაცი იყო.
“რონალდუ თავიდანვე რეალში თამაშზე ოცნებობდა და ხელი არ შევუშალე. ამ მადეირელმა ბიჭმა ჩვენთან 6 შესანიშნავი სეზონი გაატარა. ჩვენ ერთად დიდი სამუშაო გავწიეთ და ტიტულები მოვიგეთ. რონალდუს წასვლის შემდეგ, მისი შემცვლელის ძებნა დავიწყეთ და ანტონიო ვალენსია დავიმატეთ. მან მანჩესტერში მშვენიერი პერიოდი განვლო.
ვიცოდი თუ რამდენად კარგი იქნებოდა რონალდუ რეალში. ბლანკოსში მუდამ უმაღლესი კლასის ფეხბურთელები თამაშობენ და კრიშტიანუც მათ რიცხვშია.”-ციტირებს ფერგიუსონის სიტყვებს მანჩესტერის ოფიციალური საიტი.
რონალდუმ რეალში 2009-18 წლებში ითამაშა, სადაც ყველა დროის ერთერთ საუკეთესო ფეხბურთელად იქცა, შემდეგ 3 სეზონი იუვენტუსში დაჰყო, დაახლოებით 1 თვის წინ კი მანჩესტერში დაბრუნდა და 4 თამაშში 4 გოლი გაიტანა.