რატომ დაიგვიანე?..

პიერ-ემერიკ ობამეიანგს, შესაძლოა, არსენალის კაპიტნობა ჩამოართვან.  არსენალმა მის გარეშე მოუგო საუთჰემპტონს (3:0). მწვრთნელმა მიკელ არტეტამ დასაჯა უდისციპლინობისთვის და ეს პირველი შემთხვევა არაა გაბონელისთვის… საუბარია კაპიტანზე, რომელიც გუნდში ყველაზე მაღალხელფასიანია.

ობამეიანგმა ოჯახური პრობლემების გამო ითხოვა დასვენება და საზღვარგარეთ წასვლა. კლუბმა თხოვნა დააკმაყოფილა, მაგრამ ფეხბურთელი გვიან დაბრუნდა…

არსენალის ყოფილმა მცველმა მარტინ კიოუნმაც SKY-ს არხზე გააკრიტიკა ობამეიანგი:

„ის არ უნდა აგრძელებდეს ასე თავის ნებაზე. წარმოიდგინეთ, შენ სჭირდები გუნდს. ყველაზე მეტად სჭირდები, მაგრამ ადგილზე არ ხარ. ვფიქრობ, არტეტა კაპიტანს შეცვლის“.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *