ინგლისის ასოციაციის თასის 1/32 ფინალში მანჩესტერი ასტონ ვილას შეხვდა და 1:0 დაამარცხა. ეს ერთადერთი გოლი მე-8 წუთზე ფრედის პასით სკოტ მაკტომინეიმ გაიტანა.
აღნიშნული შეხვედრის განაცხადში არ ყოფილა კრიშტიანუ რონალდუ. ეს ფაქტი ცხადია ბევრს გაუკვირდა. ინგლისელი ჟურნალისტის ჯეიმს დაკერის ცნობით, პორტუგალიელს კუნთის მცირე ტრავმა აქვს და რანგნიკმა მისი თამაშით აღარ გარისკა.
რონალდუმ ამ სეზონში 21 მატჩი ჩაატარა და 14 გოლი გაიტანა. მანჩესტერი პრემიერლიგაში მე-7 ადგილზეა, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში კი მადრიდის ატლეტიკოს შეხვდება.