რატომ ყოველთვის მე?

გასხოვთ სათაურში გამოტანილი სიტყვები ვის ეწერა ერთ დროს მაისურაზე? რა თქმა უნდა, გადარეულ მარიო ბალოტელის, მანჩესტერ სიტიში თამაშისას. ახლა ქალაქელებს ეტყობა ახალი მარიო გამოუჩნდათ. ყოველ შემთხვევაში, სეზონის წინ 100 მილიონად ნაყიდი ჯეკ გრილიში მას დიდად არ ჩამორჩება.

Jack Grealish and Luke Shaw enjoy a wild beachside party in Mykonos -  Latest Celebrity News

ჯეკი სიტის ქომაგების მოლოდინს ჯერჯერობით ვერ ამართლებს. ვერ გადაიქცა ლიდერად. სამაგიეროდ სკანდალური ამბებით ხშირად ხვდება ტაბლოიდების თავფურცლებზე. ჯერ არ დაუვიწყებიათ, მშობლების რენჯ როვერს მთვრალი რომ მართავდა და პარკინგზე ორი მანქნა დაამტვრია. თანაც ეს კოვიდრეგულაციების დროს ხდებოდა. სასამართლოზე ერთმა მოწმემ თქვა: ჯეკი მაშინ ალკოჰოლის სუნით ყარდაო.

შემდეგ კიდევ იყო შემთხვევბი, როცა ის არფხიზელ მდგომარეობაში ნახეს. აი, ორიოდ დღის წინათ მას ვიღაცამ ვიდეო გადაუღო, რომელშიც ჯეკი ბარიდან ტორტმანით გამოდის და კანფეტს წუწნის. ვიდეოს ნახვის შემდეგ ის მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ დაიცვა: ნასვამს არ გავსო.

კარიერის დასაწყისში გრილიშს ჯორჯ ბესტს ადარებდნენ, განსაკუთრებული ტექნიკის და ჩაჩაჩული წინდების გამო. რამდენად გაუტოლდება ბესტს, საკითხავია. მაგრამ უდისციპლინობასა და ლოთობაში, ეტყობა წინამორბედს ემსგავსება.

 

Leave a comment

Your email address will not be published.