ლიგა 1-ის მორიგ ტურში პსჟ ლიონს შეხვდა და მატჩი პარიზელთა სასარგებლოდ 2:1 დასრულდა. შეხვედრის 75-ე წუთზე პოჩეტინომ ლეო მესი შეცვალა, რამაც თავად ფეხბურთელის და გულშემატკივართა დიდი ნაწილის გაკვირვება გამოიწვია.
როგორც შემდეგ გაირკვა, ლეოს მეორე ტაიმში მუხლის ტრავმა მიუღია და ამიტომაც გადაწყვიტა არგენტინელმა მწვრთნელმა მისი შეცვლა. GFFN-ის ცნობით, უახლოეს დღეებში გაირკვევა რამდენად მძიმეა მესის დაზიანება.
შეგახსენებთ, რომ მესი პსჟ-ს აგვისტოში შეუერთდა. არგენტინელმა ფრანგთა მაისურით 3 მატჩი უკვე ჩაატარა.