“რაული და კასილასი რეალის სირცხვილია” – ფლორენტინო პერესი

El Confidencial-მა ფლორენტინო პერესის 2006 წლის ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა, სადაც ის კასილასსა და რაულს რეალის სირცხვილს უწოდებს.

“კასილასი არ არის რეალის სტანდარტების მეკარე, რა გინდათ რომ გითხრათ? ის არც არასდროს ყოფილა. ის ერთ ერთი ყველაზე დიდი იმედგაცრუებაა. პრობლემა ისაა რომ მას ხალხი პატივს სცემს, აღმერთებენ, უყვართ, ესაუბრებიან და იცავენ.”

“რეალის ერთ-ერთი დიდი სირცხვილი, მეორე კი რაულია. მადრიდის რეალის ორი ყველაზე დიდი სირცხვილი, პირველი რაული და მეორე კასილასი.”

ეს ფეხბურთელები ეგოისტები არიან, მათი იმედი არ უნდა გქონდეს. თუ მათ ენდობი დიდ შეცდომას დაუშვებ და აუცილებლად დაგაღალატებენ.” – ისმის ჩანაწერში

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *