ბოლო პერიოდში, UFC-ში განსაკუთრებით მოხშირდა ფეხის მძიმე მოტეხილობები. ყველას გვახსოვს კონორისა და დასტინის მესამე დაპირისპირებაში მაკგრეგორის მოტეხილი კოჭი და იქამდე კრის უეიდმანის გადატეხილი წვივი. ტრავმები კი გრძელდება – UFC Vegas 36-ზე, ქვემძიმე წონის დაპირისპირება ბრუტალური მოტეხილობით დასრულდა – ხალილ რაუნთრიმ ლიტველ მოდესტას ბუკაუსკასს ფეხი მუხლის არეში, ძლიერად დარტყმული ე.წ Oblique kick-ით მოსტეხა. მეორე რაუნდის 2:30 წუთზე ბრძოლა შეწყდა, ბუკაუსკასს ფეხი ადგილზევე დაუფიქსირეს. ჯერ-ჯერობით არაა ცნობილი რამდენად მძიმეა მოტეხილობა და რა დრო გაუცდება ლიტველს.
რაუნთრიმ ბუკაუსკასს ფეხი მოსტეხა [VIDEO]
