რაფაელ ნადალის მარცხიანი დაბრუნება

აბუ-დაბიში დასასრულს უახლოვდება Mubadala World Tennis Championship. არაოფიციალურ ტურნირში მონაწილოებას იღებდა დიდი სლემის ტურნირების 20-გზის გამარჯვებული რაფაელ ნადალი. ესპანელი ჩოგბურთელი 4 თვის განმავლობაში მკურნალობდა ტრავმას და მხოლოდ არაბეთის ტურნირზე შეძლო დაბრუნება, თუმცა მისი დაბრუნება წარუმატებელი გამოდგა – რაფამ ჯერ ნახევარფინალში წააგო ენდი მარეისთან 3:6 5:7,ხოლო მესამე ადგილისთვის მატჩი უკვე დენის შაპოვალოვთან დათმო 7:6 3:6 6:10.

null

“4 თვიანი პაუზის შემდეგ კორტზე დაბრუნება ადვილი ნამდვილად არ ყოფილა, რათქმაუნდა უკეთესი იქნებოდა რომ თუნდაც ერთი მატჩი მომეგო, მაგრამ არ გამოვიდა. არაუშვას, მტავარი მიზანი მაინც მიღწეულია – მე დავბრუნდი კორტზე სათამაშოდ. თითქმის 4 საათი გავატარე კორტზე და ვიგრძენი, რომ აღარაფერი აღა მაწუხებს. ასევე მშვენიერი ვარჯიში გამომივიდა ხუთშაბათს ანდრეი რუბლიოვთან ერთად.

ვულოცავ დენისს დღევანდელ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებ მომავალ სეზონში. მე ჩემსას ვცდი, 2022 წლისთვის მზადება უკვე დაწყებულია.” – განაცხდა ნადალმა მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *