რაფაელ ნადალის რეკორდული სტარტი – 12 მატჩი 12 გამარჯვება

epa09777955 Rafael Nadal of Spain celebrates after defeating Denis Kudla of USA during the Mexican Tennis Open tournament in Acapulco, Mexico, 22 February 2022. EPA-EFE/DAVID GUZMAN GONZALEZ

დიდი სლემის ტურნირების 21 გზის გამარჯვებულმა რაფაელ ნადალმა 2022 წლის სეზონი დიდებულად დაიწყო – 12 მატჩი ჩაატარა და 12 გამარჯვება იზეიმა. ეს შედეგი ესპანელის პირადი რეკორდია, მანამდე რაფას საუკეთესო სტარტად 2014 წელს დაფიქსირებული შედეგი ითვლებოდა, როდესაც მან ზედიზედ 11 მატჩი მოიგო.

მიმდინარე სეზონში ნადალმა ჯერ მელბურნის 250-იანთა კატეგორიის ტურნირზე იმარჯვა (მოიგო 3 მატჩი,ერთი შეხვედრა არ გაიმართა მეტოქის ტრავმის გამო), ავსტრალიის ღია პირველობაზე კარიერაში 21-ე გრანდ სლემის ტურნირი მოიგო(7 მატჩი), ხოლო აკაპულკოს მიმდინარე ტურნირზე რაფაელმა უკვე მოახერხა მეოთხედფინალური ეტაპის საგზურის მოპოვება (2 მოგება), 1/8 ფინალში დაამარცხა რა სტეფან კოზლოვი 6:0 6:3.

null

“ცოტა განსხვავებული მატჩი გამოვიდა, რადგან კოზლოვის სათამაშო სტილი ბევრად განსხვავდება სხვა ჩოგბურთელების ასპარეზობის სტილისგან. საჭირო იყო, რომ ყურადღებით ვყოფილიყავი.
მის სათამაშო რიტმს რომ ავყოლოდი, ძალიან გამიჭირდებოდა, რადგან გიჟურად სწრაფ ტემპში თამაშობს,თან ძალიან კარგად აკონტროლებს უკანა ხაზს.

ჩემი მთავარი ამოცანა იყო, რაც შეიძლება სწრაფად მომეგო მატჩი. 2 სეტში დავასრულე შეხვედრა, რაც მშვენიერი შედეგია. შევეცდები მაქსიმალურად კომფორტულად დავისვენო ხვალინდელი 1/4 ფინალის წინ” – განაცხადა რაფაელმა მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

აკაპულკოს 1/4 ფინალში ნადალის მეტოქე ამერიკელი ტომი პოლი იქნება.

Leave a comment

Your email address will not be published.