რაფაელ ნადალის წარმატებული სტარტი ავსტრალიის ღია პირველობაზე

ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში სტარტი აიღო წლის პირველმა გრანდ სლემის ტურნირმა. Australian Open-ზე პირველი რაუნდი უპრობლემოდ გადალახა მსოფლიო რეიტინგის მე-5 ჩოგანმა რაფაელ ნადალმა. ესპანელმა ჩოგბურთელმა სამ სეტში 6:1 6:4 6:2 სძლია ამერიკელ მარკოს ხირონს და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა.

null

მატჩი 1 საათსა და 45 წუთს გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში ესპანელის ანგარიშზე 7 ეისი, 2 ორმაგი შეცდომა და 5 ბრეიკი იყო, 28 წლის ხირონმა კი 2 ეისი ჩააწოდა, 2 ორმაგი დაუშვა და ვერცერთხელ ვერ შეძლო ბრეიკპოინტის რეალიზება(2).

ნადალს მატჩის მიმდინარეობისას საკმაოდ დიდი ტექნიკური წუნი ქონდა,დაუშვა რა 26 უნებლიე შეცდომა, თუმცა მუდმივად ცდილობდა პირველ ნომრად ეთამაშა და 34 ვინერსიც შეასრულა.

მარკოს ხირონს არ წაუვიდა ჩაწოდებები და ჯამში 10 ვინერსის წილ 23 უხეში შეცდომა დაუგროვდა.

ტურნირის მეორე წრეში ნადალი კოკინაკის/ჰანფმანს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

“2021 წლის მიწურულს და 2022 წლის დასაწყისში მოვახერხე რამდენიმე ტურნირზე თამაში, რაც ჩემს ფიზიკურ ფორმას პოზიტიურად დაეტყო. მოხარული ვარ ავსტრალიის ღია პირველობაზე დაბრუნებით. ჯერჯერობით ადრეა იმაზე დასკვნების გაკეთება რამდენად კარგ ფორმაში ვარ და შევძლებ თუ არა გრანდ სლემის ტურნირის მოგებას.

კოვიდის გადატანის შემდეგ, რაღაც მომენტებში კორტზე ძალიან ვიღლები. ვირუსმა დამიტოვა ეს “საჩუქარი” და იმედია მალე გაივლის. ჯერ მაინც ეჭვებში ვარ, მოვირჩინე თუ არა ყველანაირი ტრავმა. რთულია 6 თვიანი პაუზის შემდეგ სრულფასოვნად დაბრუნება, თუმცა ჩოგბურთელებთან ურთიერთობა და ეს გარემო რომელიც ეხლა მელბურნშია მეხმარება რომ მალე მივუახლოვდე ფორმის პიკს” – განაცხადა რაფამ მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

Leave a comment

Your email address will not be published.