რაფაელ ნადალი ავსტრალიის ღია პირველობის გამარჯვებულია

ავსტრალიის ღია პირველობის მამაკაცთა ერთეულთა თანრიგის ფინალში რაფაელ ნადალმა 5 სეტიან, მარათონულ ბრძოლაში 2:6 6:7 6:4 6:4 7:5 სძლია დანილ მედვედევს და კარიერაში 21-ე გრანდ სლემის ტიტული მოიგო.

შეხვედრის სტარტი რუს ჩოგბურთელს ბევრად უკეთესი გამოუვიდა – დამაჯერებლად აწვდიდა, ხოლო მეტოქის გეიმებში სტაბილურად მიდიოდა ბრეიკპოინტებამდე, რის შედეგადაც 42 წუთში 6:2 იმარჯვა.

მეორე პარტიაში დანილი ორჯერ გავიდა წინ 2 გეიმიანი უპირატესობით(3:1, 5:3) თუმცა ორივე შემთხვევაში ესპანელმა შეძლო უკუბრეიკების შესრულება.

სეტის ბედი ტაიბრეიკზე გადაწყდა – „რაფა“ მიბრეიკით 5:3-ს იგებდა, თუმცა რუსმა „ტერმინატორმა“ ზედიზედ 4 ქულის მოგებით მეორე სეტიც სათავისოდ დაიტოვა 6:2 7:6 (7:5).

null

მესამე პარტიაში დაძაბულობამ კულმინაციას მეექვსე გეიმში მიაღწია – რუსი 3:2-ს იგებდა და მეტოქის ჩაწოდებაზე სამმაგი ბრეიკპოინტი მოიპოვა. თითქოს ნადალისთვის ყველაფერი დასრულდა, თუმცა ესპანელმა ძალიან მოინდომა, ჯერ გეიმებში ანგარიში გაათანაბრა, ხოლო სეტის ბოლოს შესრულებუილი ბრეიკით მეტოქესთან ჩამორჩენა შეამცირა 1:2 (2:6 6:7 6:4).

ვერგამოყენებული შანსების ფონზე მედვედევი „შედრკა“ – ნადალმა მეოტხე სეტში ორი ბრეიკი შეასრულა, საკუთარი ჩაწოდება ერთხელ დაკარგა და პარტიებს შორის ანგარიშიც გათანაბრდა 2:2 (2:6 6:7 6:4 6:4).

მეხუთე, გადამწყვეტ სეტში რაფაელმა პირველმა შეასრულა ბრეიკი და 4:2 დაწინაურდა. 5:4-ზე ესპანელი მატჩის მოსაგებად აწვდიდა, თუმცა დანილმა ბოლო ძალები „გახარჯა“ და უკუბრეიკის შესრულებით ანგარიშში წონასწორობა აღადგინა.

კოლოსალური გამოცდილების მქონე ნადალმა 5:5-ზე ზედიზედ 2 გეიმი მოიგო და მასთან ერთად ეს მარათონული მატჩიც 2:6 6:7 6:4 6:4 7:5.

მატჩი 5 საათსა და 24 წუთს გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში ნადალის ანგარიშზე 3 ეისი, 5 ორმაგი შეცდომა და 7 ბრეიკი იყო. თავისმხრივ მედვედევმა 23 ეისი ჩააწოდა, 5 ორმაგი დაუშვა და 6-ჯერ აიღო მეტოქის ჩაწოდება.

ესპანელმა ჩგბურთელმა 69 ვინერსი შეასრულა და 68 უნებლიე დაუშვა, მედვედევმა კი 76 ვინერსის წილ 52 უხეში შეცდომა დაუშვა.

null

საინტერესო ფაქტები

რაფაელ ნადალმა კარიერაში 21-ე დიდი სლემის ტურნირი მოიგო და ერთპიროვნულად გალიდერდა, გაასწრო რა როჯერ ფედერერს და ნოვაკ ჯოკოვიჩს (ორივეს 20-20 გრანდ სლემის ტურნირი აქვს მოგებული).

ნადალი – მეორე ჩოგბურთელია ღია ერაში (1968 წლიდან), რომელმაც მინიმუმ ორ-ორჯერ მოიგო ოთხივე დიდი სლემის ტურნირი (პირველი ჯოკოვიჩია).

ნადალს კარიერაში 2 ავსტრალიის ღია პირველობა აქვს მოგებული, 13 როლან გაროსი, 2 უიმბლდონი და 4 ამერიკის ღია პირველობა.

რაფაელმა ავსტრალიის ღია პირველობა 35 წლის და 241 დღის ასაკში მოიგო – მასზე უფრო დიდ ასაკში ამის გაკეთება მხოლოდ ორმა ჩოგბურთელმა შეძლო – 1. კენ როუზველი (37 წლის 62 დღის, 1972 წელი) 2. როჯერ ფედერერი (36 წლის 173 დღის 2018 წელი), 3. კენ როუზველი (36 წლის 73 დღის, 1971 წელი).

ზედიზედ მეექვსე წელია ავსტრალიის ღია პირველობას 30 წელს გადაცილებული ჩოგბურთელი იგებს.

ნადალმა კარიერაში 90-ე ტიტული მოიგო, ამ მაჩვენებლით იგი ჩამორჩება ივან ლენდლს (94), როჯერ ფედერერს (103), ჯიმი კონორსს (109).

ნადალმა 15 წლიანი პაუზის შემდეგ პირველად შეძლო 0:2(სეტი) -დან მატჩის შემობრუნება, ბოლოს მან ეს 2007 წლის უიმბლდონზე შეძლო, მოუგო რა მიშა იუჟნის (4:6 3:6 6:1 6:2 6:2).

Leave a comment

Your email address will not be published.