ლეო მესის ბარსელონასთან კონტრაქტი დაუმთავრდა და კარიერას დიდი ალბათობით პსჟ-ში გააგრძელებს. მესის ბარსადან წასვლაზე კომენტარი ლეგენდარულმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა გააკეთა.
“ჩემთვის, როგორც ფეხბურთის დიდი გულშემტკივრისთვის, მესის ესპანეთიდან წასვლა დიდი დანაკლისია. ლეოს ამბავი ყველასთვის სამწუხაროა, ვისაც ფეხბურთი უყვარს, ეს ყველას შეიძლება დაემართოს.
პანდემიის გამო ფინანსურად ყველას გაუჭირდა, მათ შორის საფეხბურთო კლუბებს. ფაქტია ძალიან დაზარალდნენ კლუბები, რომლებიც სახელმწიფოს იმედზე არ არიან.”-განაცხადა რაფაელ ნადალმა, რომელიც მადრიდის რეალის დიდი გულშემატკივარია.