დიდი სლემის ტურნირების 20-გზის გამარჯვებულმა რაფაელ ნადალმა განაცხადა, რომ „უიმბდონს“ და ოლიმპიადას გამოტოვებს.
„გადავწყვიტე მონაწილეობა არ მივიღო უიმბლდონის ტურნირზე და ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე.
ასეთი გადაწყვეტილების მიღება ყოველთვის ძალიან რთულია, თუმცა საკუთარ სამწვრთნელო შტაბთან საუბრის შემდეგ, ასე მოქცევა ვამჯობინეთ.
ჩემი მიზანია – რაც შეიძლება უფრო დიდხანს გავაგრძელო საჩოგბურთო კარიერა და ხარისხიანად ვაკეთო ის საქმე, რომელიც მე ბედნიერებას მანიჭებს.
„როლან გაროსიდან“ „უიმბლდონამდე“ დაახლოებით 2 კვირაა, ეს მოკლე პერიოდი კი ნამდვილად არასკმარისია ჩემი ორგანიზმისთვის, რათა სრულფასოვანი აღდგენა განახორციელოს.
ოლიმპიური თამაშებზე ასპარეზობა ყოველთვის დიდ სიამოვნებას მანიჭებდა, თუმცა ამჯერად იძულებული ვარ თავი შევიკავო ტოკიოში გამგზავრებისაგან.“
შეგახსენებთ, რომ 2008 წლის ბეიჯინგის ოლიმპიურ თამაშებზე რაფაელ ნადალმა ოქროს მედალი მოიპოვა, მამაკაცთა ერთეულთა თანრიგის ფინალში, 3 სეტში სძლია ჩილელ ფერნანდო გონსალესს 6:3 7:6 6:3.