მამაკაცთა საჩოგბურთო სეზონი სტარტს 1 იანვარს აიღებს ATP CUP-ის სანაკრებო ტურნირით, რომელშიც მონაწილეობას არაერთი წამყვანი ჩოგბურთელი მიიღებს მონაწილეობას.
სხვადასხვა მიზეზების გამო რიგმა ჩოგბურთელებმა უარი თქვეს ATP CUP-ზე და გადაწყვიტეს სეზონი 250-იანი კატეგორიის ტურნირებით დაიწყონ, რომლებიც ავსტრალიის კონტინენტზე ჩატარდება.
დიდი დანაკლისით ხვდება ATP CUP-ს ესპანეთი – არ ეყოლება რაფაელ ნადალი. რაფამ გადაწყვიტა დროებით უარი თქვას ნაკრებში თამაშზე და სეზონს მელბურნის 250-იანი ტურნირით იწყებს, რომელიც სტარტს 3 იანვარს აიღებს. ნადალთან ერთად მელბურნში არაერთი ძლიერი ჩოგბურთელი ითამაშებს.
გრეგ დიმიტროვი
კეი ნიშიკორი
ალექსანდრ ბუბლიკი
დავიდ გოფენი
ბენუა პერი
მელბურნის ტურნირის პარალელურად ადელაიდაშიც 250-იანი ტურნირი გაიმართება, რომელიც ასევე წარმომადგენლობითია.
კარენ ხაჩანოვი
გაელ მონფილსი
მარინ ჩილიჩი
ფრენსის ტიაფო
სებასტიან კორდა
ლორენცო მუზეტი