რაფაელ ნადალმა ნოვაკ ჯოკოვიჩი კარიერაში 29-ედ დაამარცხა

საჩოგბურთო გიგანტთა ჯახი შედგა როლან გაროსის 1/4 ფინალში – რაფაელ ნადალი ნოვაკ ჯოკოვიჩის წინააღმდეგ. ესპანელი და სერბი ერთმანეთს კარიერაში 59-ედ ხვდებოდნენ, “ჯოკო” მატჩის წინ ურთიერთშეხვედრებში 30:28 იგებდა.

null

შეხვედრის სტარტი ნადალს უკეთესი გამოუვიდა – რაფამ პირველ და მეხუთე გეიმებში აიღო მეტოქის ჩაწოდება და ყველანაირი პრობლემების გარეშე მოიგო პირველი სეტი 6:2 (52 წუთი).

მეორე პარტიის საწყის გეიმებში ამჯერადაც ესპანელის დომინაცია იყო – 3 ნათამაშები გეიმის შემდეგ ნადალს ისევ ორბრეიკიანი უპირატესობა ქონდა 3:0.

მსოფლიო რეიტინგის პირველი ჩოგანი დროულად გამოფხიზლდა – შეცვალა ტაქტიკა და შეტევები ძირითადად მეტოქის ბექჰენდისკენ მიმართა. ამ მიდგომამ შედეგი მალევე გამოიღო და ჯოკოვიჩმა ჯერ წონასწორობა აღადგინა, ხოლო მეათე გეიმში შესრულებული კიდევ ერთი ბრეიკის წყალობით სეტიც “ააცალა” მეტოქეს 6:4.

null

მესამე პარტია “ტრადიციული” ბრეიკით გახსნა რაფაელმა, მეხუთე გეიმში უკვე 4:1 იგებდა და პირველი სეტის მსგავსად, მესამეც 6:2 მოიგო.

მეოთხე სეტში ნოვაკმა “დაალაგა” სიტუაცია საკუთარ ჩაწოდებაზე, თამაშის ხარისხი გამოასწორა და 3:0 გავიდა წინ. 5:3-ზე სერბი ჩოგბურთელი სეტზე აწვდიდა და ორი სეტპოინტიც ქონდა, თუმცა ეს შანსები ვერ გამოიყენა და ამისთვის დაისაჯა – ესპანელმა უკუბრეიკი შეასრულა და მალევე წონასწორობაც აღადგინა.

სეტის ბედი ტაიბრეიკზე გადაწყდა, სადაც ნადალმა მეტოქეს არანაირი შანსი არ დაუტოვა – ანგარიში 6:1 წაიყვანა და მეოთხე მატჩბოლით შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა 6:2 4:6 6:2 7:6.

საფრანგეთის ღია პირველობის ნახევარფინალში რაფაელ ნადალი ალექსანდრ ზვერევს დაუპირისპირდება.

გერმანელმა ჩოგბურთელმა 1/4 ფინალურ სტადიაზე, უმძიმეს ბრძოლაში 6:4 6:4 4:6 7:6 დაამარცხა 19 წლის კარლოს ალკარასი და ზედიზედ მეორედ გავიდა როლან გაროსის ნახევარფინალში.

საშამ კარიერაში პირველად დაამარცხა ტოპ 10-ის წარმომადგენელი დიდი სლემის ტურნირზე (მანამდე ქონდა ზედიზედ 11 მარცხი) და მეხუთედ გავიდა გრანდ სლემის 1/2 ფინალში.

19 კარლოს ალკარასმა შეწყვიტა 14 მატჩიანი მოგებათა სერია.

ნადალი და ზვერევი ერთმანეთს მეათედ შეხვდებიან. ურთიერშეხვედრათა ისტორიაში ესპანელი 6:3 იგებს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *