ATP -მ დაიწყო 2022 წლის ლაურეატების დაჯილდოვება. კარიერაში პირველად, რაფაელ ნადალი მაყურებელთა წლის საყვარელ მოთამაშედ დასახელდა.
2000 წლიდან მოყოლებული ეს პრიზი ერთხელ მოიგო გუსტავო კუერტენმა, ორჯერ მარატ საფინმა, ხოლო უკანასკნელი 19 გამოკითხვა როჯერ ფედერერის გამარჯვებით დასრულდა.
რაფაელ ნადალმა როჯერ ფედერერის “ჰეგემონიის” დაძლევა მხოლოდ შვეიცარიელის დიდი სპორტიდან წასვლის შემდეგღა შეძლო.
გულშემატკივრებმა ასევე გამოავლინეს მათთვის წლის ყველაზე საყვარელი საჩოგბურთო წყვილი – ეს პრიზი ავსტრალიურ დუეტს ტანასი კოკინაკისი/ნიკ კირიოსს ერგოთ.
წლის საუკეთესო ახალბედას ტიტული 19 წლის ჰოლგერ რუნეს შეხვდა. 2022 წლის საჩოგბურთო სეზონი ნორვეგიელმა თინეიჯერმა მსოფლიო რეიტინგის 103-ე ნომრის სტატუსით დაიწყო და ამჟამად მეთერთმეტე ჩოგანია.
შეგახსენებთ, რომ რუნე როლან გაროსის 1/4 ფინალში გავიდა, ხოლო მიუნხენის, სტოკჰოლმის და პარიზის (მასტერსი) ტურნირებზე პირველობა არავის დაუთმო.