პიარი… (გახსოვთ, რა დაწერა ანჩელოტიმ ედეგორზე?)

 

ლონდონის არსენალი საოცარია და საოცარია კაპიტანი მარტინ ედეგორიც. ნორვეგიელი, რომელიც საქართველოს ნაკრებთან ითამაშებს წლევანდელ ევროშესარჩევ შეხვედრებში და რომლის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება იქნება საჭირო: ისევე როგორც ერლინგ ჰოლანდის მიმართ…

ედეგორი თამაშის მანერით ნორვეგიელს არ ჰგავს, უფრო სამხრეთულია.

რაღაც ამბებს გავიხსენებთ ოდეგორის კარიერიდან.ახლა 24 წლისაა, მაგრამ 8 წლის წინ გავიგეთ მისი სახელი, როცა ნორვეგიული სტრომგიოდსეტიდან… მადრიდის რეალმა შეიძინა. მაშინ ყველას გაუკვირდა: ვინ არის ეს ბიჭი?..

რეალს მაშინ კარლო ანჩელოტი წვრთნიდა და ის ბიჭს ძირითად გუნდში ვერ ხედავდა. რეალი B, კასტილია… მერე განათხოვრებები, სადაც ედეგორი ვარსკვლავებს ვერ წყვეტდა. 2021 წელს ისევ რეალისგან იჯარით გადავიდა არსენალში და იქიდან დაიწყო დიდი ამბები.

რეალში იყო ერთი ასეთი პერიოდიც: ედეგორი 2020 წლის შუაში დააბრუნეს და ზინედინ ზიდანს მოსწონდა, შანსი მისცა, ათამაშებდა, მაგრამ მალე ისევ ჩაიკარგა კონკურენციაში. ხოლო მერე როცა ანჩელოტი დაბრუნდა, ედეგორს ისევ იჯარისკენ მიუთითეს…

აი, რა დაწერა ანჩელოტიმ მაშინ თავის წიგნში «Liderazgo tranquilo, ganando corazones, mentes y partidos»; ნორვეგიელსაც შეეხო:

„როცა ფლორენტინო პერესმა ნორვეგიელი იყიდა, უბრალოდ უნდა მიმეღო. პლუს, პერესმა გადაწყვიტა, რომ 16 წლის ედეგორისთვის დიდ რეალში 3 მატჩის ჩატარება საკმარისი იქნებოდა საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად. პიარ-სვლა იყო. პირადად მე არ მითხოვია მისი შეძენა. ეს ტრანსფერი პიარისთვის გაკეთდა“.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *