რა აჩუქა ჯორჯინამ რონალდუს – 150 ათასიანი სიურპირიზი, ის რაც კრიშტიანუს უყვარს (ვიდეო)

5 თებერვალს კრიშტიანუ რონალდუ 37 წლის გახდა. მისმა მეუღლემ ჯორჯინა როდრიგესმა ფეხბურთელს საკმაოდ ძვირფასი საჩუქარი გაუკეთა. როდრიგესმა პორტუგალიელს 150 ათას ფუნტად ღირებული კადილად ესკალადე აჩუქა.

რონალდუსთვის ეს საკმაოდ სასიამოვნო სიურპრიზი იქნებოდა, რადგან ცნობილია, რომ კრიშტიანუ მანქანებით არის გატაცებული. მას საკმაოდ ძვირადღირებული ავტომობილები ჰყავს.

შეგახსენებთ, რომ ნეთფლიქსი ჯორჯინა როდრიგესზე ფილმს იღებს, სადაც მოდელი არაერთ საინტერესო თემაზე საუბრობს.

Leave a comment

Your email address will not be published.