რა გზა უნდა გაიაროს საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად ???

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების მიერ ერთა ლიგის C დივიზიონის მე-4 ჯგუფის სამ ტურში მოპოვებულმა სამმა გამარჯვებამ გულშემატკივარს შეჯიბრების ფორმატისადმი გაუღვივა ინტერესი. ცნობილია, რომ ერთა ლიგიდან გუნდები შეიძლება მოხვდნენ ევრო 2024 – ის ფინალურ ეტაპზე, მაგრამ კერძოდ როგორ მოხდება ეს? რომელი ნაკრებები მიიღებენ ევროპის ჩემპიონატის საგზურებს?

დავიწყოთ იმით, რომ ევრო 2024 გერმანიაში ჩატარდება ანუ მასპინძელი ქვეყნის ნაკრები ავტომატურად ფინალურ ეტაპზეა. სულ შეჯიბრებაში მონაწილეობას მიიღებს 24 გუნდი, რომელთაგან ოცის ვინაობა ჩვეულებრივი, ძველებური შესარჩევი შეჯიბრებით გახდება ცნობილი. ეს შესარჩევი შეჯიბრება 2023 წლის მარტში დაიწყება და ნოემბერში დამთავრდება.

საქართველო 0:0 ბულგარეთი

გამოდის, რომ ერთა ლიგიდან გერმანიაში სამი გუნდი უნდა გაემგზავროს. ეს გუნდები შემდეგი პრინციპით შეირჩევა:

2024 წლის მარტში (ანუ ჩვეულებრივი შესარჩევის დასრულების შემდეგ) ერთა ლიგის A,B და C დივიზიონების ჯგუფებში გამარჯვებული გუნდები ფლეი-ოფს ითამაშებენ. ანუ, მოეწყობა A დივიზიონის ნახევარფინალები და ფინალი; B დივიზიონის ნახევარფინალები და ფინალი და C დივიზიონის ნახევარფინალები და ფინალი.
იმ შემთხვევაში თუ გაირკვევა, რომ ამ სამი დივიზიონის რომელიმე ჯგუფის პირველადგილოსანი ჩვეულებრივი შესარჩევის გზით უკვე მოხვდა ევრო 2024-ზე, მაშინ ფლეი-ოფში მისი ადგილი გადაეცემა მისივე დივიზიონის ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე გუნდს.

თუ აღმოჩნდა, რომ ვთქვათ A (ან ნებისმიერ სხვა) დივიზიონში მონაწილე გუნდებიდან ჩვეულებრივი შესარჩევით „ევრო 2024″-ის საგზური იმდენმა მოიპოვა, რომ ფლეი-ოფის ადგილი ვეღარავის გადაეცემა, მაშინ საქმეში უკვე D დივიზიონის ყველაზე რეიტინგული ნაკრები ჩაერთვება, თუ ისიც ჩვეულებრივი შესარჩევით არ არის ევროპის ჩემპიონატზე გასული.

UEFA Euro 2024 Official Intro - YouTube
თუ მოხდა სასწაული და აღმოჩნდა, რომ D ლიგის ყველაზე რეიტინგულ ნაკრებს ევრო 2024 – ის საგზური ჩვეულებრივი შესარჩევით აქვს მოპოვებული, მაშინ დარჩენილი ადგილები უკვე ერთა ლიგის საერთო რეიტინგის მიხედვით განაწილდება, თუმცა B და C დივიზიონის გუნდებს თავისზე მაღალი დივიზიონის გუნდებთან არ ათამაშებენ.

ნახევარფინალები გაიმართება ასე: შედგება თითო თამაში. დივიზიონში ყველა მაღალი რეიტინგის მქონე პირველადგილოსანი უმასპინძლებს ყველაზე დაბალი რეიტინგის მქონე პირველადგილოსანს; მეორე — მესამეს. ფინალიც ერთთამაშიანი იქნება, ოღონდ მის მასპინძელს წილისყრა გამოავლენს.

ერთა ლიგის A,B და C დივიზიონების გამარჯვებულები გაემგზავრებიან ევრო 2024 -ზე.

Leave a comment

Your email address will not be published.