პარი სენ-ჟერმენის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, კრისტოფ გალტიემ, ჟურნალისტებთან ლიონელ მესის პიროვნებით აღფრთოვანება ვერ დამალა.
„რა გიკივირთ? ხანგრძლივი წარმატებული კარიერა თავისთავად ნიშნავს, რომ არაჩვეულებრივი პროფესიონალია. ლეო ამას ყოველდღე ამტკიცებს. 4 ივლისიდან ვარჯიშებზე თავს არ ზოგავს. საწვრთნელ პროცესში ბოლომდეა ჩართული და მისი კარგი განწყობა სხვებსაც ედებათ, ლეო ყველასათვის მაგალითია.
არადა, ყველაფერი მოიგო მსოფლიო ჩემპიონატის გარდა. მაინც მოტივირებულია“, – ამბობს გალტიე.
მესიმ ახალდაწყებული ფრანგული ლიგა 1-ის ორ მატჩში სამი ბურთი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.