რა დაემართა მანჩესტერს?

ოლე-გუნარ სულშერს ისედაც შერყეული ჰქონდა მანჩესტერ იუნაიტედის მთავარი მწვრთნელის სკამი, ლივერპულთან კვირას სამარცხვინო წაგების შემდეგ კი (0:5), არავინ იცის რამდენი კვირა, დღე თუ საათი დარჩა ოლდ ტრაფორდზე ყოფნა.

წაგება წაგებაა, ვის არ წაუგია. მაგრამ ბრიტანელი ფეხბუთის ექსპერტები უკვე იუნაიტედის სისტემურ გაუმართაობაზე ალაპარაკდნენ.

Harry Maguire and Luke Shaw were run riot by Liverpool's attacking players at Old Trafford

ლივერპულთან  სულშერმა იგივე სასტარტო შემადგენლობა შეარჩია, რომელიც  ატალანტასთან ჩემპიონთა ლიგის მატჩში იყო. ეტყობა ნორვეგიელზე არ იმოქმედა მაშინდელმა უსახურმა პირველმა ტაიმმა. მართალია, მანკუნიანელებმა 0:2-დან 3:2 მოიგეს მაგრამ იმ შემთხვევაში შეცვლების მნიშვნელობა და იტალიელების აშკარა ჩავარდნაც უნდა გავიხსენოთ. ლივერპულთან იგივე აღარ გამოვიდა.

მანჩესტერმა „ავტობუსზე“ უარი თქვა, პრესინგით შეეცადა ფონს გასვლას და თავიდან შეუტია კიდეც, ფერნანდეშმა მე-3 წუთზე კინაღამ გაიტანა.

შემდეგ კი ლივერპულმა მეტოქის შეუთანხმებელი მოქმედებებით სარგებლობა დაიწყო. პირველი გოლისას კეიტას მხოლოდ ლუკ შოუ უშლიდა ხელს. სად იყვნენ სხვა მცველები?

ჰარი მაგუაირი კი… ოქტომბერი აშკარად არ არის მისი თვე. ლესტერთან კოშმარული შეხვედრის შემდეგ (2:4), არც ატალანტასთან გარჯილა კარგად. მართალია, გოლი გაიტანა, მაგრამ დაცვა დაავიწყდა.

იგივე გაგრძელდა ლივერპულთანაც.

მაგრამ წაგება მხოლოდ ცენტრალური მცველის სინდისზე არ არის. ამდენი გაშვებული გოლი სისტემური მიშლილობის შედეგია. უბრალოდ, მაგუაირს გუნდის ლიდერდ მიიჩნევენ და ბოლოს ყველაზე მეტი მას „ხვდება.“

Ronaldo kicked out at Jones in first half stoppage time

თუმცა ისიცაა, რომ მისი ხშირი შეცდომები პარტნიორებში ქაოსს იწვევს. პირველი გოლისას აშკარად დაკარგა პოზიცია. მეორე გოლისას კი სიტუაციაში ვერ გაერკვა და მეტოქეს გადააბარა ბურთი.

ლივერპული თავს კარგად იცავდა, თუმცა ეპიზოდებში თავისუფალ ზონებსაც უტოვებდა მოწინააღმდეგეს. მასპინძლებმა ამით ვერ ისარგებლეს.

 

მანჩესტერელთა არცთუ სახარბიელო ფსიქოლოგიურ მდგომარეობას კრიშტიანუ რონალდუს საქციელიც ადასტურებს, როცა პორტუგალიელმა წაქცეულ კერტის ჯონსს ლამის წიხლები ურტყა. გასაგდები იყო? რა თქმა უნდა. მსაჯმა ტეილორმა კი დაინდო. თამაში არ „გააფუჭა.“

მანჩესტერელთა ქაოსური თამაშით თავად სერ ალექს ფერგიუსონიც აღშფოთებული იყო. ერთ ეპიზოდში ტელეკამერებმა მისი გაოგნებული და ბრაზიანი სახე დააფიქსირეს.

მეორე ტაიმში კი ყველაფერი პოგბამ „დააგვირგვინა.“ ფრანგი მინდორზე შესვენების შემდეგ გავიდა, დაახლოებით 15 წუთს დაჰყო მინდორზე. ერთ ეპიზოდში ის გაშლილი ფეხით წავიდა კეიტაზე და გვინეელი საავადმყოფოში გაუშვა, თავად კი პირდაპირი წითელი ბარათი მიიღო.

ამ ეპიზოდზე შემდეგ მანჩესტერის ლეგენდამ, პოლ სქოულზმა თქვა: „მხოლოდ ერთი სიტყვით შემიძლია მომხდარი შევაფასო – გაწბილება. ლივერპულთან ასე თამაში არ შეიძლება. ძალიან მაღალი დონის გუნდია.

არ მგონია პოგბა გუნდს ძალიან დააკლდეს, თუკი საერთოდ აღარ ითამაშებს. მინდორზე იმიტომ გამოვიდა, რომ პარტნიორებს დახმარებოდა, პირიქით კი გამოუვიდა. შეიძლება მოედნის ცენტრში თავისი უპირატესობის დამტკიცება სურდა, ყველა ბურთზე გააფთრებით ბრძოლას ცდილობდა. მაგრამ იდიოტური ჯარიმა მიიღო და გუნდი უმცირესობაში დატოვა.

Mohamed Salah ran Harry Maguire ragged as he scored a hat-trick during Liverpool's 5-0 win at Old Trafford

ახლა საკითხავია, თუ სულშერი თავის პოსტრზე დარჩა, ვნახავთ კი ოდესმე პოგბას კიდევ მანჩესტერის მაისურით?

ბოლო წლებში მას ქაოსი შექონდა გუნდში. უნიჭიერესი ფეხბურთელია და ყველა მწვრთნელი ენდობა. მაგრამ საქმესთან ასეთი დამოკიდებულებით, კონტრაქტის არგახანგრძლივებით მანიპულირებით, როდემდე გასტანს, ძნელი სათქმელია. ახლა კიდევ ასეთი ამბები დაატრიალა. ვფიქრობ, მწვრთნელისა და თანაგუნდელების მიმართ უპატივცემულობა გამოავლინა“, – თქვა ვეტერანმა სქოულზმა.

Sir Alex Ferguson wears a resigned expression

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *