წლევანდელ ევროტურნირებზე, დინამო ბათუმის გარდა ყველა კლუბი პირველივე ეტაპზე დაასრულა გამოსვლა.
გთავაზობთ ოთხივე ქართული გუნდის მიერ გამომუშავებული თანხების ოდენობას წლევანდელ ევროტურნირებზე,
დინამო თბილისი: ქვეყნის ჩემპიონმა ასპარეზობა ჩემპიონთა ლიგაზე ბაქოს ნეფთჩის წინააღმდეგ დაიწყო, მაგრამ სამწუხაროდ 2 მატჩის ჯამში 2:4 დამარცხდა და კონფერენს ლიგაზე გადავიდა, სადაც მაკაბი ჰაიფასთან 2:7 განადგურდა და ევროტურნირებს დაემშვიდობა.
დინამომ ასპარეზობისთვის 550 000 ევრო მიიღო, პლუს უეფას მიერ ჩემპიონისთვის განკუთვნილი 260 000 ევრო, ჯამში კიდე 810 000 ~ 2 940 070 ლარი.
დინამო ბათუმი: ყველაზე წარმატებული სეზონი ევრიტურნირებზე სწორედ ბათუმელებს გამოუვიდათ. დინამო ბათუმმა პირველ წრეში ტრე პენე 7:0, ბატე 4:2 დაამარცხეს და ტურნირს სამწუხაროდ მესამე ეტაპზე დაემშვიდობნენ.
გია გეგუჩაძის გაწვრთნილმა გუნდმა, კონფერენსლიგაზე ასპარეზობისთვის 850 000 ევრო მიიღო ~ 3 085 260 ლარი.
გორის დილა: გორელებისთვის მიმდინარე ევროტურნირი წარუმატებელი გამოდგა, ისინი პირველივე წრეში სლოვაკურ ჟილინასთან 2:7 განადგურდნენ და ევროტურნირებს პირველივე ეტაპზე გამოეთიშნენ.
დიმა კონფერენსლიგაზე ასპარეზობისთვის 250 000 ევრო მიიღო ~ 782 075 ლარი.
გაგრა: ეროვნული ლიგა 2-ის გუნდი, კონფერენს ლიგის პირველივე წრეში მონტერეგროს სუტიესკას შეხვდა და ორი მატჩის ჯამში ბრძოლაში 2:1 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.
გუნდმა ტურნირზე ასპარეზობისთვის 290 000 ევრო მიიღო ~ 907 207 ლარი.