ანდრეი შევჩენკოს უკრაინა ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალშია. შვედეთთან 120-ე წუთზე დოვბიკის გატანილი გადამწყვეტი გოლი და 2:1…
უკრაინელთა მცველმა ნიკოლაი მატვიენკომ თქვა, თუ რა სიტყვებით მიმართა შევჩენკომ ფეხბურთელებს დამატებითი დროის წინ.
„მხოლოდ სამოტივაციო. წადით წინ! შევჩენკომ რამდენჯერმე გვითხრა, რომ შვედები უფრო დაღლილები იყვნენ, ვიდრე ჩვენ. ამან დაგვმუხტა. წითელმა ბარათმა, რა თქმა უნდა იმოქმედა. ბესედინს ისე ჩაარტყეს ფეხში, საშინელება იყო. ვნახე ფოტო. მოგება ბესედინს ეძღვნება“.
შევჩენკომ ფრთხილად ისაუბრა მეოთხედფინალზე:
„ინგლისს ძლიერი ნაკრები ჰყავს. ვიცით, რომ გაგვიჭირდება. შვედებს დიდი ენერგია შევალიეთ“.