რა მზადდება? ონანა-სილესენი…

 

ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო წერს, რომ შესაძლოა, აიაქსის მეკარე ონანამ ზამთარში კონტრაქტი გააფორმოს ინტერთან. ონანა ამ ეტაპზე ანტიდოპინგური წესების დარღვევისთვის დისკვალიფიკაციას იხდის და 4 ნოემბრამდე ვერ ითამაშებს.

ონანა 2015 წლიდან აიაქსშია და იდეაში ძირითადი მეკარეა: როცა ტრავმა და დისკვალიფიკაცია არ აქვს.

და ჩვენთვის საინტერესო ამბავიც: აიაქსი იესპერ სილესენის დაბრუნებაზე ფიქრობს. სილესენი ვალენსიაშია და გიორგი მამარდაშვილის კონკურენტი გახლავთ. საკმაოდ დიდ ხელფასს იღებს ღამურებში, ამ კლუბს კი ფინანსურად რომ არ ულხინს, ტრანსფერებიდან და შემადგენლობიდან ჩანს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *