რა ტაქტიკას ამუშავებს არგენტინა საფრანგეთისთვის? 

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისთვის, არგენტინა სხვადასხვა ტაქტიკას ამუშავებს.

სკალონი 3 ვარიანტს განიხილავს: 5-3-2; 4-3-3; 4-4-2. პირველი ვარიანტი მბაპეს შესაჩერებლადაა.

5:3:2 სქემის მიხედვით, გუნდი ამ შემადგენლობით ითამაშებს: მარტინესი, მოლინა, რომერო, ოტამენდი, ლისანდრო მარტინესი, აკუნია, დე პაული, ფერნანდესი, მაკ ალისტერი, მესი, ალვარესი.

4:3:3 სქემის შემთხვევაში, მოედანზე დი მარია და მონტიელი გამოჩნდებიან, ლისანდრო მარტინესისა და მოლინას ნაცვლად.

ვარჯიში 4:4:2 სქემით დასრულდა – აქ დი მარია გადის, პარედესი შემოდის.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *