რა უთხრა მახაჩევმა თავის კუთხეს ვოლკანოვსკისთან ბრძოლის შემდეგ [VIDEO]

მახაჩევისა და ვოლკანოვსკის დაპირისპირება, მსუბუქი წონის ქამრისთვის, წლის ერთ-ერთი გამორჩეული ბრძოლა იყო. ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი, ალექსანდრ ვოლკანოვსკი ორი წონის ჩემპიონობასთან ახლოს იყო – გარდამავალი უპირატესობით წარმართულ ბრძოლაში, მსაჯების გადაწყვეტილებით მახაჩევმა იმარჯვა.

მახაჩევი საწყის რაუნდებში შესამჩნევ უპირატესობას ფლობდა, თუმცა საჩემპიონო რაუნდებში სადავეები ხელთ ვოლკანოვსკიმ იგდო და ბრძოლაც საკმაოდ ეფექტურად, მახაჩევის ზემოდან მოქცეულმა ძლიერი დარტყმებით დაასრულა. სავარაუდოდ, მსგავსმა დასასრულმა და მისთვის უჩვეულო პოზიციაში აღმოჩენილ მახაჩევს აფიქრებინა, რომ ბრძოლა წააგო. როგორც ვოლკანოვსკი ამბობს, მახაჩევმა თავის კუთხეს მაშინვე რემატჩი მოთხოვა, რადგან ეგონა, რომ დამარცხდა.

ამის შესახებ ვოლკანოვსკიმ არიელ ჰელვანისთან ისაუბრა:
“მე რემატჩი მინდა და ეს მახაჩევსაც უნდა, ამის შესახებ მან მედიასთან უკვე ისაუბრა. მეტსაც გეტყვით, როცა ბრძოლა დამთავრდა, შედეგების გამოცხადებამდე, მახაჩევს ეგონა რომ დამარცხდა. ის მის კუთხეს ეუბნებოდა, რომ რემატჩი სურდა.”

იხილეთ ინტერვიუს აღნიშნული მონაკვეთი

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *