რა უთხრა მბაპემ მესის ფინალის შემდეგ?

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინასთან მარცხის შემდეგ, კილიან მბაპე მის თანაკლუბელ ლეო მესის ესაუბრა. მბაპემ ამ საუბრის შინაარსი გაამხილა.

“მესის ფინალის შემდეგ ვესაუბრე. მას გამარჯვება მივულოცე. ლეოსთვის ეს ცხოვრების მიზანი იყო, ისევე როგორც ჩემთვის, მაგრამ ამჯერად მე ვერ შევძელი.” – ციტირებს მბაპეს სიტყვებს Sportskeeda.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის ძირითადი დრო 2:2 დასრულდა, დამატებით ტაიმებში გუნდებმა თითო გაიტანეს, პენალტების სერიაში კი არგენტინამ საფრანგეთი 4:2 დაამარცხა.

მესი წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, მბაპე კი 8 გოლით საუკეთესო ბომბარდირი.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *