რა უთხრეს ერთმანეთს უსმანმა და კოლბიმ ბრძოლის შემდეგ [VIDEO]

UFC 268-ის მთავარი ბრძოლა, ქვესაშუალო წონის სატიტულო დაპირისპირება კამარუ უსმანის გამარჯვებით დასრულდა. ნიგერიელმა კოლბი კოვინგტონი მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა. ეს ამ მებრძოლებისთვის რიგით მეორე დაპირისპირება იყო. კოლბი თავდაპირველად დროებითი ქამრის მფლობელი იყო და რეალური ქამრისთვის ვუდლის უნდა დაპირისპირებოდა, თუმცა ვუდლის ქამარი უსმანმა წაართვა. ამის შემდეგ ბუნებრივია უსმანსა და კოლბის შორის სიტუაცია დაიძაბა, კოლბის თამამი ხასიათი კი ამ ყველაფერს კიდევ უფრო ამძაფრდებდა. სიტუაცია არც პირველი ბრძოლის შემდეგ განიმუხტა, პირიქით, ინტერვიუებსა და პრესკონფერენციებზე კოლბი უსმანის მიმართ სალანძღავ და შეურაცხმყოფელ სიტყვებს არ ერიდებოდა. თუმცა ყველაფერს ფარდა გუშინდელი ბრძოლის შემდეგ აეხადა, როცა მათ შორის დიალოგი შედგა:

კოლბი: კარგი ჩხუბი იყო!
უსმანი: კი კარგი ჩხუბი იყო.
კოლბი: ბოდიში ყველაფრისთვის, რაც გითხარი, ხომ იცი ეს ფულის გამოსამუშავებლად გავაკეთე.
უსმანი: რა თქმა უნდა ვიცი.
კოლბი: ყველაფერი სიყვარულით იყო.
უსმანი: იამაყე ყველაფრით, რაც შექმენი.
კოლბი: ეს დაძაბულობა ფულის გამო იყო.

@justiceforall786

Joe rogan😂😂 ##fy##fyp##fypシ##kamaruusman##usman##colbycovington##ufc##joerogan##respect##mma##foryou##foryoupage##viral##trending##ufc268 ##usmanvscovington2##colby

♬ original sound – justiceforall786

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *