რა უთხრეს სიმეონეს? დღეს სასაცილოა…

დიეგო სიმეონემ მადრიდის ატლეტიკო ზედიზედ მეათედ გაიყვანა ჩემპიონთა ლიგაში. 10 წელია, რაც სიმეონე როხიბლანკოშია და 10-ივე სეზონში!

ატლეტიკომ ელჩეს 2:0 მოუგო და  ეს სიმეონეს მე-400 მატჩი იყო ლა ლიგაში ამ გუნდის მწვრთნელის რანგში. და ამ 400-დან 244 მოიგო, 93 ფრედ დაასრულა და 63 წააგო. ორჯერ გახდა ჩემპიონი…

და აი, სიმეონე მაგარ ამბავს იხსენებს. რა უთხრეს, როცა ატლეტიკოში დაინიშნა. დღევანდელი გადმოსახედიდან სასაცილოა, აბა, რა არის…

„მახსოვს, პრეზიდენტი ენრიკე სერესო და გენერალური დირექტორი მიგელ ხილი მელაპარაკებოდნენ. სტაბილურობა ახსენეს და თქვეს, რომ უახლოეს 4-5 სეზონში ჩემპიონთა ლიგაში უნდა გვეთამაშა. ჩვენ სეზონი არ გამოგვიტოვებია, ზედიზედ მეათედ გავედით“ (Mundo Deportivo)

Leave a comment

Your email address will not be published.