რა ულტიმატუმი წაუყენა რონალდუმ აგენტს? უცნობი ამბის დეტალები

წლების განმავლობაში კრიშტიანუ რონალდუს აგენტი ჟორჟე მენდეში გახლდათ, თუმცა რონალდუს ახლა აგენტი აღარ ჰყავს. როგორც EL Mundo Deportivo იუწყება, კრიშტიანუმ მენდეშს ულტიმატუმი წაუყენა. იმ შემთხვევაში თუ მანჩესტერიდან წასვლის შემდეგ იგი ჩელსიში ან ბაიერნში არ გადავიდოდა, მენდეშთან მუშაობას შეწყვეტდა. ამ წინადადების შემდეგ, ჟორჟემ რონალდუს გიჟი უწოდა და მხარეებმა თანამშრომლობა შეწყვიტეს.

რონალდუ ალ-ნასრის ფეხბურთელია და ამ ამბავში მენდეშს მონაწილეობა არ მიუღია. კრიშტიანუმ საუდის არაბეთის კლუბთან მოლაპარაკებები თავად გამართა და დეტალებზეც თავად შეთანხმდა.

აქვე გეტყვით, რომ რონალდუს და მენდეშს შორის უთანხმოება ჯერ კიდევ ფეხბურთელის რეალში თამაშის დროს დაიწყო. მეგავარსკვლავმა მენდეშს სთხოვა, რომ რეალიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით წასულიყო, რადგან ახალი გუნდიდან ლეო მესიზე უკეთესი ანაზღაურება მიეღო, რაც არ გამოვიდა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *