რა შეფასება მიიღო მესიმ ნანტთან? – ნაკლები ვიდრე იფიქრებდით

ლიგა 1-ის 23-ე ტურში პსჟ ნანტს ესტუმრა და 1:3 დამარცხდა. აღნიშნული შეხვედრის მონაწილე ფეხბურთელები L’Equipe-მ შეაფასა. აღსანიშნავია, რომ ლეო მესიმ 10 ბალიანი სისტემიდან მხოლოდ 4 მიიღო. ყველაზე მაღალი შეფასება ნანტის მეკარემ ალფან ლაბონმა დაიმსახურა, რომელიც 10 ქულით შეფასდა.

მესი პსჟ-ს ღირსებას შარშან ზაფხულიდან იცავს. ფრანგთა მაისურით არგენტინელის ანგარიშზე 22 მატჩი და 7 გოლია, საიდანაც 2 ლიგა 1-ში შეაგდო, 5 კი ჩემპიონთა ლიგაში.

პსჟ საფრანგეთის ჩემპიონატს 59 ქულით ცხრილის სათავეშია. პოჩეტინოს შეგირდები ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში არიან, სადაც პირველ მატჩში რეალს 1:0 მოუგეს, განმეორებითი შეხვედრა კი 10 მარტს გაიმართება.

Leave a comment

Your email address will not be published.