რა ხდება დემბელეს თაობაზე? – კონტრაქტი ჭიანურდება

 

ბარსელონას პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ უსმან დემბელეს კონტრაქტზე ისაუბრა, რომლის გახანგრძლივებაც, რაღატომღაც, ჭიანურდება

“ჩვენი მხრიდან ეს პროცესი იმაზე ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ვისურვებდი. ვმუშაობთ და საბრძოლო სულისკვეთებას არ ვკარგავთ.

ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან უსმანი კონტრაქტს თუ გაახანგრძლივებს, შეუძლია საკვანძო ფეხბურთელი გახდეს,” – თქვა ლაპორტამ.

დემბელეს მიმდინარე კონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდება.

ამ სეზონში ფრანგმა, ყველა ტურნირზე, მონაწილეობა სულ 3 შეხვედრაში მიიღო.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *