რა ხდება ლუკაკუს გარშემო?

LONDON, ENGLAND - SEPTEMBER 11: Romelu Lukaku of Chelsea celebrates after scoring their side's first goal during the Premier League match between Chelsea and Aston Villa at Stamford Bridge on September 11, 2021 in London, England. (Photo by Eddie Keogh/Getty Images)

რომელუ ლუკაკუმ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ინტერიდან წასვლა შეცდომა იყო… რა თქმა უნდა, ამან ჩელსის ფანები გააბრაზა, მაგრამ არც ინტერის ტიფოზები არიან კმაყოფილები. იტალიური კლუბის ფანების გაერთიანებამ Curva Nord-მა სან-სიროს სტადიონთან ბანერი განათავსა.

ბანერზე ეს წარწერაა: „არაა საჭირო ის ადამიანი, რომელიც წვიმას გაექცევა. საჭიროა ისინი, რომლებიც ქარიშხალშიც რჩებიან. ნახვამდის, რომელუ!“.

ბელგიელი ჩელსიში ისევ მაგრად ათამაშდა, მაგრამ თქვა, რომ გუნდში თავისი როლი ვერ გაიგო. ასევე დაამატა, რომ ინტერიდან წასვლას ნანობს:

„ეს არ უნდა მომხდარიყო. ინტერი ჩემს გულშია და დავბრუნდები“.

ჩელსის მწვრთნელი თომას ტუხელი ლუკაკუს სიტყვებს გამოეხმაურა და თქვა, რომ ეს არასაჭირო ხმაური იყო…

„დიახ, მისი ნათქვამი არ მოგვეწონა. მე არ მიგრძვნია, რომ ლუკაკუ ჩელსიში ბედნიერი არაა. ასე რომ, გაოცებული ვარ. პაუზას ავიღებთ, რათა ეს ამბავი ბოლომდე გავიგოთ. დახურულ კარს მიღმა განვიხილავთ“.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *