რა ხდება ურუგვაიში? კიდევ ერთი ფეხბურთელის თვითმკვლელობა…

რა ხდება ურუგვაიში? ბოლო ერთ კვირაში მეორე ფეხბურთელმა დაასრულა სიცოცხლე თვითმკვლელობით. ამჯერად 27 წლის ემილიანო კაბრერამ… მიზეზი ჯერ უცნობია. კაბრერა ურუგვაის კლუბ ბოსტონ რივერში თამაშობდა, ცოტა ხანს ესპანეთის ქვედალიგელ გუნდებში იყო, ბოლო პერიოდში კი ფუტსალში გადავიდა.

 

შეგახსენებთ, ერთი კვირის წინ ურუგაველმა ფეხბურთელმა უილიამ მარტინესმა მოიკლა თავი. 39 წლის მარტინესი ურუგვაის გუნდებში თამაშობდა.

 

„წინა კვირას უილიამი დავკარგე, ახლა კი ემილიანო. უფრო გახსნილები უნდა ვიყოთ. უცნაურ სამყაროში ვცხოვრობთ და ერთმანეთს არ ვუზიარებთ გასაჭირს. გვეშინია. პრობლემებზე ბევრი უნდა ვილაპარაკოთ“ – უთხრა ურუგვაელმა ფეხბურთელმა ფელიპე როდრიგესმა Ovacion Digital-ს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *