რა ხდება 126 მილიონზე?

დიეგო სიმეონემ ჟოაო ფელიშის შესაძლო წასვლაზე ორაზროვნად ისაუბრა… არგენტინელმა სპეციალისტმა არ გამორიცხა, რომ ეს იანვარშივე მოხდეს.

სიმეონე: „ყველაფერი შესაძლებელია და ყველასთვის ღიაა საკითხი. მთავარია გუნდის ინტერესები“.

ატლეტიკომ ჟოაო ფელიში 126 მილიონ ევროდ იყიდა ბენფიკადან და შედეგი? ის როტაციის ფეხბურთელია, ამ სეზონში ყველა ტურნირზე ერთად აღებული 13 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

სიმეონემ ისიც თქვა, რომ ჟოაო ფელიში საჭირო ფეხბურთელია და რეალთან შეცვლაზე თამაშისას აჩვენა თავისი ძალა, მაგრამ ესპანური პრესა წერს, რომ კლუბში ზოგადად უკმაყოფილოები არიან პორტუგალიელით. ხელმძღვანელობასაც ბუნებრივია არ მოსწონს, როცა ასეთი ძვირადღირებული ფეხბურთელი ავანსებს ვერ ამართლებს…

სიმეონე: „ფელიშმა 30-35 წუთი ითამაშა რეალთან და ტალანტი გვაჩვენა. იმედი მაქვს, იგივენაირად თამაშს გაიმეორებს, რადგან რთულ სიტუაციაში ვართ და სწორედ ასეთი თამაში გვჭირდება. ფელიშს ბევრჯერ ვესაუბრე. ის ზრდის პროცესშია. ანუ, საუბარია აზრიანობაზე და სტაბილურობაზე, რომელიც ასაკთან ერთად მოდის. ეს მნიშვნელოვანია ფეხბურთში“ (Goal.com)

ისე, ჟოაო ფელიშით ორივე მანჩესტერულ კლუბია დაინტერესებული: სიტიც და იუნაიტედიც.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *