უაღრესად საინტერესო და დრამატული გამოდგა ესპანეთის სუპერთასის ფინალური შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს „რეალი და „ბარსელონა“ დაუპირისპირდნენ.
კუნძელ ტენერიფეზე გამართულ „ელ კლასიკოს“ საკმაოდ ბევრი გულშემატკივარი დაესწრო და და დაუვიწყარი სანახაობაც იხილა.
„ბარსელონამ“ შეხვედრის სტარტზევე გამოკვეთა საკთარი უპირატესობა – კაპიტანმა პიერ ორიოლამ ზედიზედ 3 სამქულიანი ჩააგდო და „ბარსა“ ანგარიშში წინ გაიქცა.
„რეალი“ დროულად გამოფხიზლდა – ალოსენის კარგი ასპარეზობის ფონზე მეტოქესთან ჩამორჩენა შეამცირა და პირველი მეოთხედი 1 ქულის სხვაობით დათმო 22:23.
მეორე პერიოდის სტარტზე ისევ „ბარსა“ გამოირჩა – ნიკოლა მიროტიჩმა და ბრენდონ დეივისმა 3 წამიან ზონაში დიდი უპირატესობა შექმნეს და პირველი ტაიმის შემდეგ მათი გუნდი უკვე 46:40-ს იგებდა.
მეორე ტაიმის სტარტზე „რეალი“ კატასტროფულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, ვინაიდან პაბლო ლასოს გაწვრთნილ გუნდს არანაირად არ გამოსდიოდა კომბინაციური კალათბურთი, „ბარსა“ კი უბრალოდ დაფრინავდა და მალე მათმა უპირატესობამ +19-ს მიაღწია 63:44.
თითქოს ყველაფერი დამთავრდა და მადრიდული გუნდის შერცხვენა გარდაუვალი იყო, თუმცა პარკეტზე შემოვიდა სერხიო ლული და საკუთარ გუნდს ულიდერა. ვეტერანმა უკანახაზელმა ზედიზედ 9 ქულა აიღო და შეხვედრაში ინტრიგა დააბრუნა.
ლულის ბრწყინვალე ასპარეზობის ფონზე „რეალის“ სხვა კალათბურთელებიც გამოფხიზლდნენ და „ბარსელონას“ დიდმა ჰანდიკაპმა სწრაფად დაიწყო „დნობა“.
უკანასკნელი მეოთხედის დასრულებამდე 3 წუთით ადრე გერშონ იაბუსელეს ზუსტად შესრულებული საჯარომო ტყორცნების შედეგად მადრიდული კლუბი ანგარიშში წინ გავიდა 83:81.
დარჩენილ მცირე დროში „ბარსამ“ ბევრი იწვალა, თუმცა ვეღარ დაიბრუნა ლიდერობა და მწარე მარცხი იწვნია მოსისხლე მეტოქისგან 83:88.
„რეალმა“ ზედიზედ მეოთხედ მოიგო ესპანეთის სუპერთასი, ხოლო არსებობის ისტორიაში მეშვიდედ.
ფინალური მატჩის საუკეთესო მოთამაშედ რათქმაუნდა სერხიო ლული დასახელდა, რომლის ანგარიშზეც 24 ქულა, 1 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა იყო.
მადრიდული გუნდის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ფრანგმა ცენტრმა ვინსენ პორიემ, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა 16 ქულა+11 მოხსნა.