რეალის ლეგენდა გარდაიცვალა

 

მადრიდის რეალის ლეგენდა, ისტრიაში ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც 6 ჩემპიონთა თასი (ჩემპიონთა ლიგა) მოიგო, ფრანცისკო ხენტო, 88 წლის ასაკში, გარდაიცვალა.

ის რეალის საპატიო პრეზიდენტი სიცოცხლის ბოლომდე იყო, რომელიც, თანაგუნდელისა და მეგობრისგან, ალფრედო დი სტეფანოსგან მიიღო.

სწორედ ამ ფეხბურთელების დამსახურებაა, რომ რეალმა ჩემპიონთა თასი მიყოლებით 5-ჯერ მოიგო და მსოფლიო მასშტაბის გრანდად იქცა.

“მადრიდის რეალი, პრეზიდენტი და საბჭო ფრანცისკო ხენტოს გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს. ის ჩვენი კლუბისა და მსოფლიო ფეხბურთის უდიდესი ლეგენდა იყო,” – ნათქვამია კლუბის განცხადებაში.

ხენტომ რეალის მაისური 600-ჯერ მოირგო და 182 გოლი გაიტანა…

 

Leave a comment

Your email address will not be published.