ABC-ის ინფორმაციით, მადრიდის რეალი კიდევ ერთ შეთანხმებასთანაა ახლოს – ბენზემა და კლუბი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე საუბრობენ.
შეთანხმება 2023 წლამდეა გათვლილი, ფრანგი ფორვარდი კი, კონტრაქტის პირველ წელს, ხელფასის 10%-ს დაიკლებს, მეორე წელს კი ის 15%-ით გაეზრდება.
როგორც წყარო ამტკიცებს, ფეხბურთელმა კონტრაქტი 2024 წლამდე იმიტომ არ გაახანგრძლივა, რომ ფორმის დაკარგვის შემთხვევაში, არ სურს გუნდისთვის ტვირთი იყოს…