რეალის მიზანი – სევილიას ცენტრალური მცველი

მარკას ინფორმაციით, რეალს, სევილიას მცველის, ჟულეს კუნდეს დამატება სურს.

წყარო წერს, რომ 22 წლის ფეხბურთელი მადრიდელებს სერხიო რამოსის შემცვლელად წარმოუდგენიათ, რომელმაც კლუბი 16 ივნისს დატოვა. კუნდეს კონტრაქტი სევილიასთან 2024 წლამდე აკავშირებს.

წინა სეზონში, ფეხბურთელმა მონაწილეობა ლა ლიგის 34 შეხვედრაში მიიღო, 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემაც შეასრულა. ტრანსფერმარკეტის მიხედვით, ფეხბურთელის ღირებულება 60 მილიონი ევროა..

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *