ბოლო დროს მედიაში გაჟონა ინფორმაციამ, მანჩესტერ სიტის ნახევარმცველმა ილკაი გიუნდოგანმა, შესაძლოა ეტიჰადი დატოვოს და მადრიდის რეალს შეუერთდესო.
წინა დღეებში გერმანელი შუახაზელი მართლაც გაფრინდა, მაგრამ სად, არავინ იცოდა. ყველას ეგონა სამეფო კლუბთან აწერს კონტრაქტს ხელსო. მაგრამ ვითარებას ნათელი მისმა მომხიბლავმა უკვე მეუღლემ, ულამაზესმა მოდელმა სარა არაფუიმ მოჰფინა.
ის და ილკაი რომში ჩასულან და საიდუმლოდ უქორწინიათ. „დავქორწინდით. ძალიან ბედნიერები ვართ!“ – დაწერა მისის გიუნდოგანმა სოციალურ ქსელში.
ილკაი მალე შეურთდება თანაგუნდელებს და პრემიერლიგის ბოლო ტურში ასტონ ვილასთან მატჩისთვის მოემზადება.