„რეალის“ სამარცხვინო წაგება „ბარსელონასთან“

ევროლიგის 26-ე ტურის ცენტრალური დაპირისპირება მადრიდში იმართებოდა – „რეალი“ თავის მოსისხლე მტერს – „ბარსელონას“ მასპინძლობდა.

2021/22 წლების სეზონში ეს გუნდები 3-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ანგარიში 2:1 იყო „ბარსას“ სასარგებლოდ.

ესპანეთის სუპერ თასზე, დრამატულ ბრძოლაში „რეალმა“ იმარჯვა 88:83, ხოლო ესპანეთის ჩემპიონატში (85-75) და ევროლიგის რეგულარული გათამაშების პირველ წრეში (93-80) „ბარსელონამ“.

null

შეხვედრის სტარტი მასპინძლებისთვის კატასტროფული გამოვიდა – სერტაკ შანლის და ნიკოლა ლაპროვიტოლას ზუსტი სროლების შედეგად კატალონიური გუნდი 17-2 დაწინაურდა და პაბლო ლასოს სასწრაფოდ ტაიმაუტის აღება მოუწია.

წუთშესვენების შემდეგ დაბრუნებულმა „რეალმა“ ისევ წვალებით გააგრძელა ასპარეზობა, სამაგიეროდ „ბარსა“ დაფრინავდა“ – დანტე ეკზუმის ბრწყინვალე ასპარეზობის ფონზე ანგარიში უკვე 24-2 იყო.
მადრიდული კლუბის სირცხვილისგან გადარჩენა კაბო ვერდელმა ცენტრმა ვოლტერ ტავარსემა ითავა, რომელმაც ზედიზედ ორი სლემ დანქი შეასრულა და ოდნავ შეამცირა მეტოქესთან ჩამორჩენა.
პირველი მეოთხედი სტუმრებმა 28-8 მოიგეს და შეხვედრაში ყველანაირი ინტრიგა მოკლეს.

null

დარჩენილი 3 პერიოდის განმავლობაში რეალის კალათბურთელებმა ცდა არ დააკლეს, რომ სახიფათო დისტანციაზე მიახლოვებოდნენ მეტოქეს, თუმცა არაფერი გამოუვიდათ – 86-68 „ბარსელონამ“ მიმდინარე სეზონში ზედიზედ მესამედ დაამარცხა „რეალი“.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე „ბარსელონას“ უკანა ხაზელი ნიკოლა პაროვიტოლა გახდა, რომელმაც თავის ყოფილ თანაგუნდელებს 20 ქულა ჩაუგდო და ლომის წვლილი დაიდო გამარჯვებაში.
„რეალის“ რიგებიდან სოლიდური სტატისტიკა დააგროვა ვოლტერ ტავარესმა, რომელმაც 25 ქულა, 6 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 პასი დააგროვა, მისმა მარგიქმედების კოეფიციენტმა კი +35 შეადგინა.

ამ მომენტისთვის „ბარსელონასაც“ და „რეალსაც“ ერთნაირი მოგება – წაგების ბალანსი გააჩნიათ სატურნირო ცხრილში – 20/5, თუმცა პირველ ადგილზე კატალონიური კლუბია, რადგან რეგულარულ სეზონში ორივე ურთიერთდაპირისპირება მოუგო პრინციპულ მეტოქეს.

Leave a comment

Your email address will not be published.